საქართველოში კორონავირუსი დღეს 332 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა - 185, ხოლო აჭარაში კოვიდ - 19-ი კიდევ 20 ადამიანი დაინფიცირდა. უკვე ცნობილია, რომ საქართველო პირველ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მიიღებს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად ხვალიდან დაიწყება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა დოზას, როდის მიიღებენ და დაიწყებენ ვაქცინაციის პროცესს აჭარაში.