ჰილარი კლინტონი საერთაშორისო შეთქმულებებზე წიგნს გამოსცემს

24 თებერვალი 2021, 18:34 186 ნახვა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი  ცნობილ კანადელ მწერალ ლუიზა პენისთან ერთად  ტრილერის ჟანრში წიგნს დაწერს.  წიგნი სახელწოდებით „ტერორის მდგომარეობაში“ ან „ტერორის სახელმწიფო“ 12 ოქტომბერს გამოქვეყნდება. მთავარი გმირი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე.  ტერორისტული შეტევების სერია მსოფლიო წესრიგს ქაოსით ემუქრება. სახელმწიფო მდივანს ავალებენ სასიკვდილო შეთქმულების გასახსნელად გუნდის შეკრებას - ნათქვამია გამომცემლობის „საიმონ ენდ შუსტერის“ საიტზე გამოქვეყნებულ ანოტაციაში.  ამ ტრილერში საუბარია საერთაშორისო ინტრიგებზე, რომელიც მხოლოდ ინსაიდერებისთვის არის ცნობილი. ეს კლინტონის პირველი წიგნი არ არის. 2017 წელს  მისი მემუარები გამოქვეყნდა სახელწოდებით „რა მოხდა“. წიგნი ბესტსელერი გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში