კოვიდ ვაქცინის შემოტანის ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია

24 თებერვალი 2021, 18:15 843 ნახვა

ირკვევა, რომ დაანონსებულ ვადაში საქართველოში ფაიზაერის ვაქცინა აღარ შემოვა. კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიზაცია ქვეყანაში სავარაუდოდ ასტრაზენეკას ვაქცინით დაიწყება- ამის შესახებ დაავადებათა  კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოს თებერვლის ბოლო კვირაში უნდა მიეღო  „ფაიზერის“ პირველი დოზები, ამაზე იყო სრული დასტური.თუმცა მისივე განმარტებით,  დიდი დეფიციტია  და „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ვერ შეასრულეს ევროკავშირის დაკვეთები სრულად.  ირწმუნება, რომ  ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ მარტში დაიწყოს ვაქცინაცია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი