ევროკავშირისა და ჯანმო-ს დახმარება საქართველოს. ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას 10 სამედიცინო ვენტილატორი და 1 000 ერთეული დამცავი საშუალება გადაეცა კოვიდ-19-ის მძიმე ფორმების მქონე პაციენტთა მკურნალობისა და მოვლისთვის.
საქართველოს უკვე გადაეცა 1,8 მილიონ ერთეულზე მეტი პირადი დაცვისა და სამედიცინო დანიშნულების აღჭურვილობა, ინიციატივის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტრენინგები ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისთვის.