ბათუმში სატვირთო ავტომობილი მოქალაქეს დაეჯახა 

29 იანვარი 2021, 14:00 9702 ნახვა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი მოქალაქეს დაეჯახა. დაშავებულია 60 წლამდე ასაკის ქალი. 

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მედიკოსები იმყოფებიან.  არსებული ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.  სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მძღოლი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში