ბავშვებში მულტისისტემური სინდრომის შემთხვევები გაზრდილია

20 იანვარი 2021, 12:01 2215 ნახვა

მულტისისტემური სინდრომის შემთხვევები ბავშვებში გაზრდილია. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, სინდრომი კოვიდით დაინფიცირებიდან ან გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე კვირის,  ძირითადად კი ერთი თვის თავზე იწყებს გამოვლენას და მაღალი ტემპერატურით ხასიათდება. საქართველოში ამ სინდრომით ათეულობით ბავშვი მკურნალობს. 

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ თუ კორონა ვირუსი ბავშვებში დაბალი ლეტალობით ხასიათდება ამ შემთხვევაში მედიკოსები ამბობენ, რომ გართულებების  რისკი მაღალია და გამოსავალიც ხშირად არა კეთილსაიმედოა, თუმცა საქართველოში დაფიქსირებული ყველა შემთხვევა მსუბუქი მიმდინარეობის იყო.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში