გაერთიანებული სამეფო სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მოქალაქეების შესვლას კრძალავს

15 იანვარი 2021, 11:54 984 ნახვა

გაერთიანებული სამეფო სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მოქალაქეების შესვლას კრძალავს. მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზანი კორონავირუსის ახალი, ბრაზილიაში დაფიქსირებული ვარიანტის ქვეყანაში გავრცელების პრევენციაა.

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მოქალაქეებს, ასევე იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც გაერთიანებულ სამეფოში ბინადრობის უფლება აქვთ, დაბრუნების ნებართვა ეძლევათ, მაგრამ ქვეყანაში შესვლის შემდეგ 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ.

წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ბრაზილიაში დაფიქსირდა, ე.წ. „ბრიტანული“ და „სამხრეთ აფრიკული“ სახეობების მსგავსად, უფრო მეტად გადამდებია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი