საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხორვატიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას გამოეხმაურა.
"დამწუხრებული ვარ ხორვატიაში გამანადგურებელი მიწისძვრის გამო. ამ რთულ დროს ხორვატი ხალხის გვერდით ვდგავარ და სიმტკიცეს ვუსურვებ ადგილზე მყოფ მაშველებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ღრმად დამწუხრებული ვარ ხორვატიაში მომხდარი მორიგი ძლიერი მიწისძვრის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ რთულ დროს საქართველო მეგობარი ხორვატი ხალხის გვერდით დგას“, - წერს გიორგი გახარია "ტვიტერზე"
ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა.