საახალწლო პიროტექნიკა და უსაფრთხოების წესები

27 დეკემბერი 2020, 20:10 1131 ნახვა

წინასაახალწლო დღეებში, პიროტექნიკის შეძენა ერთ-ერთი აქტუალური თემაა, თუმცა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო მისი სწორად გამოყენებაა. პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული ტრავმების გამო საავადმყოფოში ათეულობით ადამიანი ხვდება, მათ შორის ბევრი არასრულწლოვანი. სტატისტიკა თითქმის ყოველწელს ერთნაირია, ყველაზე მეტი დაშავებული კი, ახალი წლის ღამეს ფიქსირდება. 

დაზარალებულთა უმრავლესობა პირველ რიგში მტევნის დაზიანებას იღებს, შემდეგ მოდის სახე - კონკრეტულად კი, თვალის და ქუთუთოების დამწვრობა. პიროტექნიკის არასწორად გამოყენება მხედველობის დაკარგვის მიზეზიც არაერთხელ გამხდარა. ვინ უნდა გააკონტროლოს არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვის ფაქტები, მხოლოდ კანონმა თუ თავად მშობლებმა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი