ქედელობა განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

04 დეკემბერი 2020, 14:39 2147 ნახვა

პანდემიის გამო, წელს პირველად სახალხო დღესასწაული „ქედელობა“ განსხვავებული პროგრამით ჩატარდება.  არ იქნება კონცერტები  და ეთნოგრაფიული გამოფენები.  ღონისძიების ფარგლებში დასახელდებიან მხოლოდ  საპატიო ქედელი, ქედის საპატიო მოქალაქე და დამსახურებული მოღვაწე. პროგრამის ეს ნაწილიც დისტანციურად გაიმართება და მათ საჩუქრებს სახლში გაუგზავნიან.

რაც შეეხება სახალხო დღესასწაულისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს, 10 ათასი ლარიდან 9 ათასი სოციალური მიმართულებით გადანაწილდა. მერია  ამ თანხით შეჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო კალათების შეძენას გეგმავს. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში