კორონავირუსის მართვაში შესაძლოა, სტომატოლოგები, პენსიაში მყოფი, დროებით უმუშევარი ექიმები ჩაერთონ - ამირან გამყრელიძე

06 ნოემბერი 2020, 14:54 3155 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში მედპერსონალის ინფიცირების 183 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამირან გამყრელიძემ უმუშევარ, პენსიაში მყოფ ექიმებს, სტომატოლოგებს მობილიზაციისკენ მოუწოდა და კორონავირუსის მართვაში მათი ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"​კრიტიკულია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი. გასული 24 საათის განმავლობაში მედპერსონალის 183 ინფიცირების შემთხვევა გვქონდა. ეს ძალიან ცუდია, რადგან მედპერსონალი ფრონტის წინა ხაზზეა და მათი საჭიროება სიტუაციის მართვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

ამიტომ, გვაქვს მოწოდება მთლიანად ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის მობილიზაციის, რომ ჩვენს კოლეგებს, ვინც პენსიაშია ან დასაქმებული არ არის შეიძლება ჰქონდეთ სურვილი მუშაობის. ასაკოვან ექიმებს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ რეანიმაციებში, მაგრამ კოვიდ ცენტრებში, კოვიდ სასტუმროებში მათი რესურსი საჭიროა.

იგივე სტომატოლოგები, რომლებიც ბევრნი არიან ქვეყანაში და აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება, მათ კარგად იციან და ნასწავლი აქვთ ადამიანთა ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები შეიძლება ამ დროს იქნეს გამოყენებული.

სტუდენტები მე-5, მე-6 კურსის, რომლებსაც ძირითადი საგნები გავლილი აქვთ შეიძლება ექიმის, ექთნის ასისტენტებად იმუშაონ"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით ამ ტიპის მოძრაობა ქვეყანაში საჭიროა,იმიტომ, რომ ისინი შედიან ეპიდსიტუაციის გარკვეულ ზღვარზე. ძირითადად სიტუაცია დღეს მართვადია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში