საქართველოში 45%-მდეა გაზრდილი პირბადის მოხმარების მაჩვენებელი - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
"გაიზარდა ქვეყანაში პირბადის ტარების კულტურა, აშკარად ატყობთ ალბათ ქუჩებშიც გაიზარდა, მაგრამ არ არის საკმარისი. ორშაბათს უფრო ვრცლად ვისაუბრებ. ჯანდაცვის გაზომვის ინსტიტუტმა საქართველოსთვის გააკეთა ანალიზი, პროგნოზირება და ჩვენთან გათვლა გააკეთა, რომ 45%-ზეა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, ჩვენი სამიზნე კი არის 95%. პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოზე აღნიშნა, არ გამოირიცხება, რომ ჩვენ ეს შემოვიტანოთ მანდატურულად ყველგან და მაშინ თუ ჩვენ ავედით 95%-ზე მართლაც სერიოზულად განახევრდება და დაიკლებს ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა" - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე