საარჩევნო უბნებზე ინფიცირების რისკი მინიმალურია - თენგიზ ცერცვაძე

19 ოქტომბერი 2020, 19:38 793 ნახვა

საარჩევნო უბნებზე ინფიცირების რისკი მინიმალურია, რადგან იქ უსაფრთხოების ყველა ზომა ზედმიწევნით იქნება დაცული, რისკის შემცველი წინასაარჩევნო კამპანიაა – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ის მინიმალური შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ყველამ უნდა დაიცვას.

„წინასაარჩევნო კამპანია მოიცავს ხალხმრავალ შეკრებებს, ამის მაგალითი იყო ბათუმში, სადაც არ იყო მიღებული ელემენტარული ზომები. თუ იმ რეგულაციებს, ყველა აღასრულებს საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ინფიცირების რისკი შემცირდება” - განაცხადა ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში