კორონავირუსი დაუდასტურდა 100-ზე მეტ თანამშრომელს ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ.
სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა” კომპანია „აჭარა ტექსტილეს” ეკუთვნის. სამკერვალოს 1300 თანამშრომელი ჰყავს, ფაბრიკამ ერთი კვირით მუშაობა შეაჩერა.
ფოთის კოვიდმიმღებ კლინიკას ამ დროისთვის 40 პაციენტის მიღება შეუძლია.