აჭარაში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა სამი პაციენტი

08 ოქტომბერი 2020, 11:32 2308 ნახვა

დღეს, 8 ოქტომბერს აჭარაში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განმარტებით, გარდაცვლილია 52 წლის მამაკაცი და ასევე 62 და 84 წლის ქალი. ნონა ეფაძის თქმით, რეგიონში გასულ დღე-ღამეში 230 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სტაციონარში მკურნალობას გადის 472 პაციენტი, მათ შორის 14 არასრულწლივანი და 20 ორსული. 

რეანიმაციაში მოთავსებულია 42 პაციენტი. Covid სასტუმროებში 903 მოქალაქე რჩება, არასრულწლოვანი - 93.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში