ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ ბაჰრეინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 96 კგ.წონით კატეგორიაში ოქროს და ვერცხლის მედლი მოიპოვა.
რევაზმა ატაცში 171/175/177 კგ. დაძლია, ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
დავითაძემ აკვრაში 200/206/210 კილოგრამი დააფიქსირა და ამ დისციპლინაში მე-6 ადგილი დაიკავა.
ორჭიდის ჯამში კი ქართველს 387 კილოგრამი დაუგროვდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
13 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან 109 კგ-ში ლონგილოზ ბრეგვაძე იასპარეზებს.