4 დაკავებული ბოლნისსა და მარნეულში მომხდარ ფაქტებზე - ბრიფინგი შსს-ში

04 ოქტომბერი 2020, 15:40 1219 ნახვა

,,არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე“-ასეთია შსს-ს პოზიცია. მინისტრის მოადგილის თქმით, უწყების  ამოცანაა მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. საგანგებო ბრიფინგი რომელზეც ეს განცხადება გაკეთდა, ითქვა, რომ ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4  ადამიანი დააკავეს, ისინი სამი   სხვადასხვა ინციდენტის მონაწილეები არიან. 

დაპირისპირებაში პოლიტიკური პარტიებიდან  ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების აქტივისტები ფიგურირებენ. ბრალდებულებს დანაშაულში დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი