რამდენიმედღიანი პატიმრობა თუ 500 ლარიანი ჯარიმა - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქციაზე გზის გადაკეტვის საქმეზე, 24 იანვარს გახდება ცნობილი. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ უკვე განიხილა გოგიტა სოლომონიძის და დარიკო ჩიტაძის საქმეები.
გოგიტა სოლომონიძის ინტერესების დამცველმა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში იგი ადგილზე არ იმყოფებოდა და სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვენ, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. დარიკო ჩიტაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს კანონი არ დაურღვევია.
პირიქით, დაირღვა მისი და აქციაზე მყოფი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს.
16 დეკემბერს, აქციაზე გზის გადაკეტვის საქმეზე 12 პირის სასამართლო სხდომა 13 იანვარს იყო ჩანიშნული, თუმცა ადვოკატების შუადმგომლობით გადაიდო. თორმეტივე პირის შემთხვევაში საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით არის აღძრული.
ამ წუთებში მოსამართლე ელგუჯა ბაგრატიონის საქმეს განიხილავს.