აქციაზე გზის გადაკეტვის საქმე

16 იანვარი 2025, 11:02 126 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საქმეზე პროცესი  განახლდა. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დღეს 4 მოქალაქის საქმე უნდა განიხილოს. სხდომები 12 საათიდან დაიწყო და ინდივიდუალურად ერთსაათიანი შუალედით გაგრძელდება.

სხდომის დაწყებამდე ბრალდებულმა  გოგიტა სოლომონიძემ განაცხადა, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და შემთხვევის დროს იქ არ იმყოფებოდა. ამბობს, რომ ამ პროცესებით ხელისუფლებას მათი დაშინება სურს, ვინაიდან მოსარჩელე მხარეს მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

ცნობისთვის, 16 დეკემბერს აქციაზე გზის უკანონოდ გადაკეტვის საქმეზე 12 პირის სასამართლო სხდომა 13 იანვარს იყო ჩანიშნული, თუმცა ადვოკატების შუამდგომლობით გადაიდო.

თორმეტივე პირის შემთხვევაში საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 - ე მუხლით არის აღძრული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მუხლი 500 ლარიან ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში