თავდასხმა გიორგი გახარიაზე

15 იანვარი 2025, 17:58 79 ნახვა

„გახარია საქართველოსთვის“ წევრები ითხოვენ დადგინდეს ყველა შემსრულებლისა და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა ვინც მონაწილეობდა გიორგი გახარიას თავდასხმაში.
ასევე ითხოვენ დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა. მათ განცხადებით აჭარის პროკურატურას უკვე მიმართეს. შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.
თავად გიორგი გახარია აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე.
როგორც ცნობილია ამ დრომდე გამომძიებლებს არ გამოუკითხავთ თავად გახარია, რომელსაც გუშინ თავს ათამდე პირი, ბათუმში დაესხა. ცნობილია რომ მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში