ნონა ქურდოვანიძის განცხადება

15 იანვარი 2025, 19:58 89 ნახვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ამის შესახებ ინფორმაცია ამაღლობელმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს მიაწოდა.
ორგანიზაცია დგებუაძისთვის პოლიციელის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს. ქურდოვანიძემ ამაღლობელი რუსთავის #5 დაწესებულებაში დღეს მოინახულა. რის შემდეგაც, პრესკონფერენციაზე მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას გააცნო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში