სუს-ი გალში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

01 ოქტომბერი 2020, 12:00 1288 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  გალში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და ირაკლი ბებუას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.  უწყების ინფორმაციით,  უკანონოდ დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურდა ცხელი ხაზი. 

უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება  გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.   ბებუამ 30 სექტემბერს, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთი 1992-1993 წლის ომში ე.წ.გამარჯვების დღეს აღნიშნავდა, აფხაზური ე.წ.დროშა დაწვა. მისი თქმით,არ სურს, აფხაზები და ქართველები ერთმანეთის მტრები იყვნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი