ბათუმში საგზაო მოძრაობის წესი იცვლება

22 სექტემბერი 2020, 18:23 3395 ნახვა

საგზაო მოძრაობის მიმართულებები და მონიშვნები იცვლება ბათუმის ქუჩებში. გორგილაძის ქუჩის გაცალმხრივება ხდება, მოძრაობა სატრანსპორტო საშუალებებისთვის მხოლოდ ბარათაშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით იქნება შესაძლებელი, ხოლო საპირისპირო მიმართულებით ავტობუსებისთვის სპეციალური სავალი ზოლი მოეწყობა.

მათ შორის, ცვლილება შეეხება ბარათაშვილის ქუჩასაც, სადაც გორგილაძის ქუჩიდან ზუბალაშვილის ქუჩების კვეთამდე მარჯვენა მხარეს ავტობუსებისა და ველოსიპედით მოსიარულეებისთვის  სავალი ზოლი მოეწყობა. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ფარგლებში ქუჩებზე  საგზაო მონიშვნები ხელახლა დაიხაზა, ჭავჭავაძის ქუჩაზე  კი რამდენიმე მონაკვეთზე გზაგამყოფები მოიხსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი