„თუ კრიტერიუმების შესახებ წერილობით პასუხს არ მივიღებთ, აქციას მთვარობის სახლთან გავმართავთ“- ოცნების ქალაქში მცხოვრებლები თორნიკე რიჟვაძეს 1 ოქტომბრამდე აძლევენ ვადას. ამბობენ, რომ 9 აგვისტოს მათ მთავრობის თავმჯდომარე დაპირდა, კრიტერიუმებზე პასუხებს წერილობით მიიღებდნენ.
დღესვე შეკრებილებმა განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ პოლიტიკას ემიჯნებიან და თავს არცერთ პოლიტიკურ ძალას გამოაყენებინებენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ მთავრობაში. შეგახსენებთ, ოცნების ქალაქში მრავალბინიანი სამი კორპუსი შენდება, რომელშიც 582 ბინაა, დასახლებაში კი ათას 727 ოჯახი ცხოვრობს.