კოვიდ 19-ით სიკვდილიანობის ყველაზე მეტი მაჩვენებელი დაფიქსირდა დღეს საქართველოში. გარდაცვლილი 3 პაციენტიდან 2 ბათუმელია. ინფიცირების მაჩვენებელმა აჭარაში ისევ 3 ნიშნა რიცხვი შეადგინა. ბათუმი კი კვლავ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.
შექმნილი ეპიდსიტუაციის შესახებ აჭარის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. თორნიკე რიჟვაძე აკეთებს განცხადებას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.