აჭარაში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

22 სექტემბერი 2020, 11:09 1708 ნახვა

დღეს, 22 სექტემბერს, აჭარაში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  დღეისათვის რეგიონის კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 550-მდე პაციენტი. ასევე კოვიდკარანტინში განთავსებულია 578 პირი.

კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა ბათუმში, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

გუშინ კოვიდსასტუმროები  14 პირმა დატოვა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა მუნიციპალიტეტებში. 

ნონა ეფაძის განმარტებით, კოვიდსასტუმროებიდან გასაწერად ემზადება 100-მდე პაციენტი.

''ერთეული შემთხვევები არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტებთან, შემთხვევათა მაქსიმალური პროცენტი კი არის დადასტურებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირები. მათ მიზნობრივად ჩაუტარდათ ტესტირება'' - ამბობს ეფაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი