ერდოღანი ბერძნულ გამომცემლობას შეურაცხყოფისთვის უჩივის 

21 სექტემბერი 2020, 19:20 1139 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი ბერძნულ გაზეთ „დემოკრატიას“  სასამართლოში უჩივის. მიზეზი გასულ კვირას  გამომცემლობის მიერ მისი მისამართით  შეურაცხმყოფელ სათაურით გამოქვეყნებული სტატიაა.  სარჩელში ნათქვამია, რომ  თურქეთის პრეზიდენტის მისამართით გაზეთში გამოყენებული გამონათქვამები ზნეობრიობის ყველაზე ამაზრზენ  დაცემას დემონსტრირებს.

„თუ შევხედავთ მდუმარე  ბერძნულ საზოგადოებას, აშკარაა, რომ  ეს ვარდნა მისი მარგინალური ფენების საზღვრებს გასცდა“-წერია სასარჩელო  განცხადებაში.   გაზეთ დემოკრატიის18 სექტემბრის გამოშვების პირველ გვერდზე  მსხვილი შრიფტით თურქულ ენაზე ერდოღანისადმი უცენზურო მიმართვა იყო დაბეჭდილი.  ამის გამო ანკარაში საბერძნეთის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი