საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

19 სექტემბერი 2020, 10:27 2556 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, 187 ახალი შემთხვევის გადანაწილება ასეთია: აჭარა - 116,  თბილისი -30 , იმერეთი -15, სამეგრელო-ზემო სვანეთი -11, გურია - 4, კახეთი -3, შიდა ქართლი -3, ქვემო ქართლი -2, მცხეთა-მთიანეთი - 2 და სამცხე-ჯავახეთი -1.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 306 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 46-ით გაიზარდა და 1481 გახდა. 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში