''ვივატ საქართველოს'' ამ სახელწოდებით ველოტურის ფარგლებში ველომოგზაურმა ნოდარ ბერიძემ სტარტი სოფელ ვარჯანისიდან აიღო. 45 დღის განმავლობაში სპორტსმენი 67 ქალაქსა და მუნიციპალიტეტს მოივლის, დაფარავს 3 000 კილომეტრს.
ველომოგზაურობა ისევ სოფელ ვარჯანისში დასრულდება. პროექტის მიზანი სპორტის ამ სახეობის და ტურიზმის პოპულარიზაციაა. ველომოგზაური თვენახევრიან ველოტურებს წელიწადში ორჯერ ახორციელებს.