კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა აჭარაში, ინფიცირების პირველი ფაქტი ხულოში

14 სექტემბერი 2020, 18:54 1244 ნახვა

აჭარაში  კორონავირუსით ინფიცირებული  108 პაციენტიდან 3 სამართალდამცველია.  2  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის,  ხოლო 1 საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. კოვიდ-19 დაუდასტურდა ხულოს რესურსცენტრის თანამშრომელს. ინფიცირებულებთან ერთად იზრდება კოვიდ მიმღები კლინიკების რაოდენობაც. აჭარის  საზოგადოებრივ ცენტრში კონკრეტულ კლასტერებს აღარ ასახელებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით,  ახალი შემთხვევები საზოგადოების სხვადასხვა წრეში  გამოვლინდა, მათ შორის არიან  უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტირებული პირები , ასევე ინფიცირებულები ,რომელთა წყარო  ცნობილი არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი