ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 105 პაციენტი მკურნალობს

08 სექტემბერი 2020, 18:19 1599 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 105 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ორი პაციენტი იმყოფება რეანიმაციაში. გაზრდილი შემთხვევების ფონზე რესპუბლიკური საავადმყოფო ერთადერთ კლინიკად რჩება, სადაც კოვიდ 19-ზე პაციენტებს მკურნალობენ.

კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, საავადმყოფო 170 პაციენტს იტევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში