კორონავირუსით ინფიცირების განმეორებითი შემთხვევა დაფიქსირდა

25 აგვისტო 2020, 10:45 2994 ნახვა

კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა მსოფლიოში. ჰონგ კონგელი მეცნიერების მტკიცებით, მათ კოვიდ-19-ით ხელახლა ინფიცირების შემთხვევა გამოავლინეს.

33 წლის მამაკაცს, რომელიც კორონავირუსით პირველად ოთხნახევარი თვის წინ დაინფიცირდა, ვირუსი მეორედ დაუდასტურდა. პირველი ინფიცირების დროს მამაკაცს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და სრულ გამოჯანმრთელებამდე 14 დღე საავადმყოფოში გაატარა, ხოლო ხელმეორედ დაინფიცირების დროს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

აღნიშნულ შემთხვევაზე კომენტირებისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ პაციენტზე დაყრდნობით დასკვნა არ უნდა გაკეთდეს. ექსპერტების ნაწილი კი თვლის, რომ ხელახალი ინფიცირება, შესაძლოა, ძალიან იშვიათი შემთხვევა იყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი