200 ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციაში მოქალაქეებს ბათუმის სერვისების სააგენტო დაეხმარება

19 აგვისტო 2020, 14:14 2863 ნახვა

მშობლებმა ან მეურვეებმა, ვინც ამ დრომდე 200 ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხა, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო დაეხმარება. 

მსურველებს 14 ადმინიტრაციულ სერვის ცენტრებში ადგილზე დაეხმარებიან. დახმარების მსურველებმა ასევე ცხელ ხაზზე 0 800 000 810 ზე და შემდეგ შიდა ნომერზე 109 ზე უნდა დარეკონ. 

მშობლებმა საკუთარი და შვილების  მონაცემები - დახმარება, mov.gov.ge-ზე 1 დეკემბრამდე უნდა შეავსონ. ერთჯერადად 200 ლარი  კი ეტაპობრივად სექტემბრიდან დაერიცხებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი