,,ინტეგრირებული გამჭვირვალობის ჩარჩო საქართველოში პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად’’ - პროექტის ფარგლებში ბათუმის მერიასა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სტიქიურ მოვლენებთან საადაპტაციო და გლობალური დათბობის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს გულისხმობს.
საქართველომ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის მზაობა 2017 წელს პარიზის შეთანხმების დროს გამოხატა. პარიზის შეთანხმების ფარგლებში საქართველოს შესასრულებელი ვალდებულება 2030 წლამდე სათბურის გაზების ემისიების 25%-ით შემცირებას გულისხმობს.