დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში ორი კარავი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს ნებაყოფლობითი ტესტირება შეეძლებათ.
„დიდი ალბათობით, ხვალიდან მოხდება აღწერა, რამდენი ღამის კლუბი, ბუნგალოა აჭარაში და ყველას სავალდებულო ტესტირება დაიწყება. ასევე, ვმუშაობთ საკითხზე, რომ ბათუმის ბულვარში დაიდგას ორი კარავი და ნებაყოფლობით შევთავაზოთ ადამიანებს ტესტირება, რადგან გვქონდეს ინფორმაცია, ტრიალებს თუ არა აჭარის რეგიონში ინფექცია. მეტი ყურადღება გვჭირდება, აქტიურია ტურიზმის სექტორი აჭარაში და ტურისტულ რეგიონებში და პრევენციული ღონისძიებები ყველგან უნდა გავატაროთ. ის მოწოდებები რაზე ვსაუბრობთ, დისტანცია, ნიღბის ტარება, დიდი თავშეყრების თავიდან აცილება ძალაში რჩება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.