21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება-ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.
"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 აგვისტოდან გაიხსნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა. აღნიშნულ ორ სოფელში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება"-განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მესტიაში სულ 3509 ადამიანია გამოკვლეული. გაიტესტა 1246 პირი ვისაც მესტიასთან მოგზაურობის ისტორია ჰქონდა ისინი და ჯამში 49 დადებითი შემთხვევაა. მათგან 29 უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში დადასტურდა, 20 კონტაქტების კვლევისას.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყაზბეგში სულ დადასტურებულია 14 შემთხვევა, მათგან 4 კავშირშია სასაზღვრო პოლიციასთან, მუნიციპალიტეტში 5 ოჯახი რჩება თვითიზოლაციაში.