ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს დღეს აირჩევენ 

15 ივლისი 2020, 10:18 1481 ნახვა

დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებია. რექტორობის სურვილი ორმა კანდიდატმა გამოთქვა - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა და სასწავლებლის მოქმედმა რექტორმა, მერაბ ხალვაშმა.

ისინი დღეს სამოქმედო გეგმასა და კონცეფციას 11 წევრიან აკადემიურ საბჭოს წარუდგენენ. წარმომადგენლობითი ორგანო ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ირჩევს რექტორს.

აპლიკანტებთან გასაუბრება 12 საათზეა ჩანიშნული, კენჭისყრა კი 15:00 საათზე გაიმართება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი