საპენსიო სააგენტო საინვესტიციო სტატისტიკას აქვეყნებს.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.3 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.54 მილიარდ ლარს მიაღწია.
სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 591 ათასი ადამიანია.
სააგენტოს ცნობითვე, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16,229-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი.
საპენსიო სააგენტოს მონაცემებითვე, საპენსიო აქტივების ღირებულება შეადგენს 6.3 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.54 მლრდ ლარს გადააჭარბა.