რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორმხრივი მოძრაობა აღდგენილია ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე - ბათუმის მერია

11 თებერვალი 2025, 12:28 368 ნახვა

რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული დროებითი ცვლილებები არ ეხება მუნიციპალური ავტობუსებისთვის განკუთვნილ გზის სავალ ნაწილს.

"შესაბამისად, ბასლეინებზე ავტომობილების მოძრაობა არ არის ნებადართული.

მოვუწოდებთ ავტომობილების მძღოლებს, გაითვალისწინონ დადგენილი წესები.

დარღვევის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები"-აცხადებენ ბათუმის მერიაში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში