პარლამენტის წინ გვიან ღამით ვითარება არაერთხელ დაიძაბა - პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

11 თებერვალი 2025, 09:01 84 ნახვა

პროტესტის 75-ე ღამე საქართველოში. რუსთაველის გამზირი მომიტინგეებმა ისევ გადაკეტეს. მანამდე ქვეყნის მთავარ მოედანზე ხმაური იყო - ადგილზე შეკრებილი მომიტინგეები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველები მოქალაქეებს ამის საშუალებას არ აძლევდნენ. 

პოლიციამ ჯამში 4 პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი მოგვიანებით გაათავისუფლეს. პროტესტის 75-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში