ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. მოეწყო სკვერი და სასეირნო ბილიკები, განთავსდა საპარკე ინვენტარი, საბავშვო ატრაქციონები და ფანჩატურები.
გარდა ამისა, რესტავრაცია ჩაუტარდა გალაკტიონ ტაბიძის ძეგლს.
განახლებული სკვერი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა დაათვალიერეს.