გადადგება თუ არა ბათუმის მერი?

11 ივლისი 2020, 20:06 1615 ნახვა

ბათუმის მერი გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ყველა კითხვას პასუხს ორშაბათის ბრიფინგზე გასცემს. ინფორმაცია, ლაშა კომახიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ პირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

ჩვენი მცდელობის მიუხედავად, დღეს კომახიძემ ინტერვიუზე უარი განაცხადა და როგორც უკვე გითხარით, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა ორშაბათისთვის დაგვპირდა, აქვე არც უარყვია და არც დაუდასტურებია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები გაკეთდა დღეს კომახიძესთან დაკავშირებით, როგორც ბათუმის მერიასა და საკრებულოში, ისე ოპოზიციაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი