გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მას აძლევს საშუალებას, იფიქროს, რომ გიორგისათვის მიყენებული დაზიანებები მის გარდაცვალებას ვერ გამოიწვევდა. მისი თქმით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 19 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ ცოცხალი წყალში ჩააგდეს და იქ მოხდა მისი დახრჩობა, ან დაახრჩვეს და შემდგომ გაატანეს წყალს.