გიგი უგულავას სასამართლო პროცესი

10 თებერვალი 2025, 14:05 136 ნახვა

12 თებერვალს გახდება ცნობილი  რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო გიგი უგულავას მიმართ  შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  საქმეზე. როგორც უგულავამ დღეს გამართულ სხდომაზე განმარტა, მას გზის გადაკეტვაში მონაწილეობა არ მიუღია და  ადგილზე არც მარშით მისულა. მისივე განცხადებით,  მოსამართლის გადაწყვეტილება წინასწარ უკვე ცნობილია და არ აპირებს ჯარიმის გადახდას. 

ოქმის შემდგენი მხარე  ოპოზიციონერი დეპუტატის  სამართალდამრღვევად ცნობას და ჯარიმას ითხოვს. გიგი უგულავა  სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 იანვარს დააკავეს.

ოქმის შემდგენი მხარის განმარტებით, უგულავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში