საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „კანონიერ ქურდზე“ მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე, მხარეებმა დაგეგმეს და მოაწყვეს ე.წ. ქურდული შეკრება, რომელზეც მათ მიერ მართულ პირებს დაპირისპირებულ მხარესთან ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალეს.