ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
სასამართლომ დააჯარიმა ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მუსიკოსი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ფსიქოლოგი ქეთევან ფილაური, მასწავლებელი ლადო აფხაზავა, ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს ცხრავე პირის სამართალდამრღვევად ცნობს და მათ მიმართ ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა.
მოთხოვნას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები და მათი ადვოკატები არ ეთანხმებოდნენ.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ დავა 26 იანვარს, ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო. შეკრებულები "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ჟურნალის მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებდნენ.
საქმეზე წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა.