ქუთაისის სასამართლო ჟურნალისტების, ფსიქოლოგების და სამოქალაქო აქტივისტების საქმეს განიხილავს

10 თებერვალი 2025, 14:39 127 ნახვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ცხრა პირის მიმართ ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. 

ნინო ქათამაძეს, ლადო აფხაზავას, გელა მთივლიშვილს, ხვიჩა ვაშაყმაძეს, ქეთევან ფილაურს, მაია ცირამუას, ირინა ზარანდიას,  გივი ცინცაძესა და ეკა კუხალაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე  პირველ პრიმა მუხლს ედავებიან. 

საქმე ეხება 26 იანვარს მოსამართლე მალხაზ ოქროპირიშვილის  სახლთან გამართულ სიმბოლურ საპროტესტო აქციას, რომელიც 30 წუთი გრძელდებოდა. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც მზია ამაღლობელის სააპელაციო  სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

აქციის მონაწილეებმა მოსამართლის სახლთან  ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 პირს  შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავება, რაც სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში