გარდა აბიტურიენტების რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს. ჩამონათვალთა ნუსხა ვრცელია - თერმოსკრინინგი კი ყველასათვის აუცილებელია
მაგალითად: მიზანშეწონილია სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები იყოს მოწყობილი, ასევე რეკომენდირებულია პლაჟების ზონებად დაყოფა. პერიოდულად უნდა გაიწმინდოს სანაპირო. წყლის ტრანსპორტის - სკუტერის, ველოსიპედის, ნავის, ასევე შეზლონგის, ქოლგის და სხვა ატრიბუტის გამოყენების შემდგომ, სადენზიფექციო ხსნარით უნდა დამუშავდეს.
იკრძალება შეზლონგებისთვის რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება. სასტუმროებში, ღია და დახურული ტიპის აუზებზე აუცილებელია დღეში რამდენჯერმე დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია, უნდა მოხდეს აუზის წყლის განახლება, ყოველ 6 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი 1 ადამიანი დაიშვას. ყოველი ატრაქციონის შესასვლელში პერსონალისა და ვიზიტორებისთვის აუცილებელი იქნება ხელების სპეციალური სითხით დამუშავება.დახურულ სივრცეში ყველა ადამაინი ვალდებულია გამოიყენოს ნიღაბი