ბოლო 24 საათში 5 პაციენტმა დაამარცხა საქართველოში კორონავირუსი. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ბოლო დღეების მსგავსად დღესაც სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 ახალი შემთხვევიდან 2 საკარანტინო ზონიდან, ხოლო 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 917 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 776 -ია.
ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულ 39 პაციენტს, რომლებმაც სამედიცინო ცენტრებს რესპირატორული ჩივილებით მიმართეს, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.