აჭარა მწვანე ტურისტული ზონაა, საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევების შემცირების ფონზე, 1-ლი ივლისიდან, ბათუმში მოქმედი კლინიკები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან და კოვიდ პაციენტებს აღარ მიიღენ.
ინფექციური საავადმყოფოში კი კვლავ რჩება ცხელების ცენტრი, სადაც ყოველდღიურად პისიარ ტესტირებები ტარდება . კლინიკა „მედალფაშ“ კორონავირუსით 79 პაციენტი მკურნალობდა, რომელთაგან 2 გარდაიცვალა. იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის პანდემია ისევ გააქტიურდა, რეგიონის ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ მათ რესპულიკური საავადმყოფოს ახალ კორპუსში მოათავსებენ.